თავში

ავღანეთში ბოლო 24 საათში 570 -ზე მეტი თალიბი მოკლეს

​ავღანეთში ბოლო 24 საათში 570 -ზე მეტი თალიბი მოკლეს
ავღანეთში ბოლო 24 საათში 570 -ზე მეტი თალიბი მოკლეს

გასული დღე-ღამის განმავლობაში, ავღანეთის სამხედროებმა რადიკალური მოძრაობა "თალიბანის" 570 -ზე მეტი მებრძოლი მოკლეს. ინფორმაციას ავღანეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

”ნანგარჰარში, ხოსტში, ლოგარში, პაქტიაში, ყანდაარში, ჰერატში, ჯუზჯანში, სამანგანში, ჰელმანდში, ტახარში, კუნდუზში ავღანეთის ეროვნული უსაფრთხოების ძალების ოპერაციების შედეგად 579 ტერორისტი ლიკვიდირებულია და 161 დაჭრილია", - აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

ვღანეთში სამთავრობო ძალებსა და თალიბებს შორის დაპირისპირება გრძელდება.

რადიკალური მოძრაობა "თალიბანი" აცხადებს, რომ ავღანეთის უმეტეს ნაწილს აკონტროლებს.

ცნობისთვის თალიბები განსაკუთრებით მას შემდეგ გააქტიურდნენ, რაც ცნობილი გახდა, რომ 31 აგვისტოსთვის აშშ ავღანეთიდან ჯარს მთლიანად გაიყვანს და ჯო ბაიდენი პირობას დებს, რომ ის ”სხვა თაობის ამერიკელებს” უმიზეზოდ აღარ გაგზავნის.

ავღანეთიდან აშშ-ის სამხედროების გაყვანის შესახებ ინიციატივა აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ეკუთვნის. 2020 წლის 29 თებერვალს დოჰაში აშშ-სა და "თალიბების" ლიდერებს შორის გაფორმებული შეთანხმების თანახმად, აშშ-მა და მისმა კოალიციურმა მოკავშირეებმა 14 თვის განმავლობაში ავღანეთიდან გასვლის პასუხისმგებლობა აიღეს, სანაცვლოდ "თალიბებმა" პირობა დადეს, რომ ავღანეთის ტერიტორიაზე აშშ-ისა და მისი მოკავშირეებისთვის საფრთხის შემცველ მოქმედებებს არ განახორციელებდნენ.

შეთანხმება ავღანეთის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების შეწყვეტას და სამშვიდობო მოლაპარაკებებს ითვალისწინებს, რამაც ავღანეთის 20 ლიან ომსა და დაპირისპირებას უნდა დაუსვას წერტილი. ამ დროისთვის სამშვიდობო მოლაპარაკებები ჩიხშია შესული. 19 მარტს ავღანეთის ხელისუფლების წარმომადგენლები და "თალიბები" მოლაპარაკებების დაჩქარებაზე შეთანხმდნენ. შეხვედრა მოსკოვში გაიმართა, სადაცა ავღანეთის სამშვიდობო პროცესის განახლების მიზნით სამიტს რუსეთმა უმასპინძლა. სამიტში აშშ-ც მონაწილეობდა, რაც სამშვიდობო პროცესის განმავლობაში პირველი მსგავსი ძალისხმევა იყო.

აშშ-ის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ 1 მაისიდან ავღანეთიდან ჯარების გაყვანას დაიწყებდა და პროცესს, მოკავშირეებთან სრული კოორდინაციით, 11 სექტემბრისთვის დაასრულებდა. ეს თარიღია სიმბოლურია, იქიდან გამომდინარე, რომ აშშ ავღანეთში სწორედ 2001 წლის ტერაქტის შემდეგ შევიდა. 2020 წელს აშშ-მა და რადიკალური მოძრაობა "თალიბანის" წარმომადგენლებმა დოჰაში მშვიდობის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომელიც თითქმის 18-წლიანი ომის განმავლობაში პირველი ასეთი დოკუმენტი გახდა. ხელშეკრულება 14 თვის განმავლობაში ავღანეთიდან უცხო ქვეყნების ჯარების გაყვანას და ტყვეების გაცვლის შემდეგ რადიკალებსა და ხელისუფლებას შორის დიალოგის დაწყებას ითვალისწინებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system