თავში

ავღანეთში დაახლოებით 80 ამერიკელი ჩარჩა

​ავღანეთში დაახლოებით 80 ამერიკელი ჩარჩა
ავღანეთში დაახლოებით 80 ამერიკელი ჩარჩა

აშშ-ის 80-მდე მოქალაქე ავღანეთიდან გამოსვლას ვერ ახერხებს, რადგან ქვეყნიდან საევაკუაციო ფრენები აღარ ინიშნება. ინფორმაციას ტელეკომპანია CNN საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისი ცნობით, ქვეყნის დატოვების სურვილი რამდენიმე ათეულმა ამერიკელმა გამოთქვა, თუმცა რადიკალური მოძრაობა "თალიბანი" ევაკუაციისთვის განკუთვნილ თვითმფრინავებს უკვე ერთი თვეა აკავებს. ფრენების აღდგენის დრო ჯერჯერობით უცნობია.

მანამდე სამშაბათს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ნედ პრაისმა განაცხადა, რომ შემოდგომის დასაწყისიდან ქვეყანამ ავღანეთიდან თავისი 900-მდე მოქალაქე და მუდმივი ბინადრობის უფლების მქონე პირი გაიყვანა. მან ასევე ახსენა რამდენიმე ათეული ადამიანი, ვისაც სურს ავღანეთის დატოვება, მაგრამ არ მიუთითა, როდის განახორციელებს ამას ამერიკის ხელისუფლება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system