თავში

ავღანეთში დაეშის“ ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს

​ავღანეთში „დაეშის“ ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
ავღანეთში დაეშის“ ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს

ავღანეთში სპეცოპერაციისას „დაეშის“ ავღანეთისა და სამხრეთ აზიის ფლანგის ლიდერი აბუ ომარ ხორასანი და კიდევ რამდენიმე პირი დააკავეს. ამის შესახებ "TOLOnews" წერს.

სპეცოპერაცია ქაბულში ჩატარდა. მედიის ცნობით, სწორედ დაკავებულებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა ავღანეთის პრეზიდენტის ინაუგურაციის დროს განხორციელებულ შეტევაზე, ასევე თავდასხმაზე, რომელიც ქაბულში მდებარე სალოცავსა და დასავლეთ ქაბულში გამართულ ავღანელი პოლიტიკოსების შეკრებაზე მოხდა.

სპეცოპერაციის დროს ორივე მხარეს არის მსხვერპლი. ტერორისტული დაჯგუფების 5 წევრი მოკვდა, 8 დაიჭრა. დაღუპულია ავღანეთის უსაფრთხოების ძალების ორი ოფიცერი, 6 დაიჭრა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system