თავში

ავღანეთში HALO Trust-ის 10 თანამშრომელი მოკლეს

​ავღანეთში HALO Trust-ის 10 თანამშრომელი მოკლეს
ავღანეთში HALO Trust-ის 10 თანამშრომელი მოკლეს

ავღანეთში დაუდგენელმა ნიღბიანმა შეიარაღებულმა პირებმა არაკომერციული ორგანიზაცია HALO Trust-ის, სულ მცირე, 10 თანამშრომელი მოკლეს. კიდევ 14 ადამიანი დაიჭრა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters ავრცელებს.

ინციდენტი ბაგლანის პროვინციაში მოხდა. ავღანეთის ხელისუფლება მომხდარზე პასუხისმგებლობას რადიკალური მოძრაობა "თალიბანის" წევრებს აკისრებს.

თალიბებს მომხდარის შესახებ განცხადება ჯერ არ გაუვრცელებიათ.

HALO Trust განაღმვით და აუფეთქებელი საბრძოლო მასალების გაუვნებელყოფითაა დაკავებული. არაკომერციული ორგანიზაცია 1988 წელს დაარსდა. მასში 8 ათასზე მეტი თანამშრომელი მუშაობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system