თავში

ავღანეთში ქალებს მამაკაცების თანხლების გარეშე მკურნალობა აუკრძალეს

​ავღანეთში ქალებს მამაკაცების თანხლების გარეშე მკურნალობა აუკრძალეს
ავღანეთში ქალებს მამაკაცების თანხლების გარეშე მკურნალობა აუკრძალეს

ავღანეთში, ღაზნის პროვინციაში რადიკალურმა მოძრაობამ "თალიბანი" აკრძალა სამედიცინო დახმარების გაწევა ქალებისთვის, რომლების საავადმყოფოში სხვა ქალების თანხლებით მივიდნენ. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას Etilaatroz ავრცელებს.

ამიერიდან მედიკოსებს მათთვის სამედიცინო სერვისების გაწევა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლიათ, თუ მათ მაჰრამები - ნათესავი მამაკაცები ახლავთ თან.

"თალიბანის" განცხადებით, ერთ-ერთ პროვინციაში მანამდე დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც ქალის საავადმყოფოში მამაკაცის ნაცვლად ქალი გაჰყვა, რაც, ხელისუფლების განცხადებით, უკანონოა.

შეგახსენებთ, რადიკალურმა მოძრაობამ "თალიბანი" ავღანეთის დედაქალაქი ქაბული 15 აგვისტოს აიღო. ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ, შტაბის უფროსთან და ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველთან ერთად, ქვეყანა დატოვა. ღანის თქმით, მან ქვეყანა ქაბულში სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად დატოვა.

ავღანეთი "თალიბანმა" ავღანეთის ისლამურ საამიროდ გამოაცხადა.

თალიბანის მიერ დანიშნული ქაბულის მერმა, ჰამდულა ნომანმა ავღანეთის დედაქალაქის მუნიციპალიტეტში მომუშავე ქალებს მუშაობა აუკრძალა.

პირველი ავღანელი ქალი პოლიტიკოსი ფაუზია ყუფი, რომელიც ქვეყნის პარლამენტის ვიცე სპიკერის პოსტს იკავებდა და პრეზიდენტობის ერთადერთი ქალი კანდიდატი იყო, ყატარში გაიქცა.

ცნობისთვის, საინფორმაციო ქსელ TOLO-ს წამყვანი, ავღანელი ჟურნალისტი ბეჰეშთა არგჰანდი, რომელმაც მანამდე რადიკალური მოძრაობა "თალიბანი" მაღალჩინოსანთან ინტერვიუ ჩაწერა, ქვეყნიდან გაიქცა.

25 აგვისტოს რადიკალურმა მოძრაობამ "თალიბანი" ავღანელ ქალებს სახლში დარჩენა უბრძანა. მისი წარმომადგენლის, ზაბიჰულა მოჯაჰედის განცხადებით, შესაძლოა, თალიბები "ცუდად მოიქცნენ", ამიტომ ქალები გარეთ არ უნდა გადიოდნენ, მათ შორის სამსახურში.

17 აგვისტოს თალიბებმა მრავალშვილიანი დედა წამებით მოკლეს.

ქაბულის უნივერსიტეტში ქალებს აღარ უშვებენ.

რადიკალურმა მოძრაობამ "თალიბანი", რომელმაც ავღანეთში ხელისუფლება ჩაიგდო ხელთ, ქალთა მუშაობისა და განათლების საკითხების განხილვაზე უარი განაცხადა და ეს საქმე ულემებს (ისლამის აღიარებული და ავტორიტეტული მცოდნეების კრებითი სახელი) მიანდო. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system