თავში

ავღანეთში მედიის სამი წარმომადგენელი ქალი მოკლეს

ავღანეთში მედიის სამი წარმომადგენელი ქალი მოკლეს
ავღანეთში მედიის სამი წარმომადგენელი ქალი მოკლეს

ავღანეთში მედიის სამი წარმომადგენელი ქალის მკვლელობაზე პასუხისმგებლობა ISIS-ის დაჯგუფებამ აიღო.

მკვლელობები სამშაბათს მოხდა სხვადასხვა თავდასხმების დროს. პოლიციამ სავარაუდო დამნაშავე დააკავა, რომელიც მაყუჩიანი პისტოლეტით იყო შეიარაღებული. ის აცხადებდა, რომ თალიბანის წევრია, თუმცა თალიბანის სპიკერმა კატეგორიულად უარყო ეს ინფორმაცია.

ავღანეთის მთავრობა თალიბანს ადანაშაულებდა, თუმცა ისლამურმა სახელმწიფომ უარყო ავღანეთის მთავრობის ბრალდება და თავდასხმა საკუთარ თავზე აიღო.  

აღსანიშნავია, რომ ავღანეთი ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო ქვეყანაა მედიის წარმომადგენლებისთვის. ბოლო პერიოდში კი ჟურნალისტების მკვლელობები განსაკუთრებით გახშირდა.

ცოტა ხნის წინ ავღანეთში, თავდასხმების ახალი ტალღის ფონზე, ჟურნალისტი და მისი ოჯახის სამი წევრი მოკლეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system