თავში

ავღანეთში ოჯახმა სხვა შვილების გამოსაკვებად ბავშვი 500 დოლარად გაყიდა

​ავღანეთში ოჯახმა სხვა შვილების გამოსაკვებად ბავშვი 500 დოლარად გაყიდა
ავღანეთში ოჯახმა სხვა შვილების გამოსაკვებად ბავშვი 500 დოლარად გაყიდა

უკიდურესად ღარიბმა ოჯახმა, რომელიც ავღანეთში სხვა მრავალი ოჯახის მსგავსად საარსებო სახსრების გარეშეა დარჩენილი, რამდენიმე თვის ბავშვი 500 დოლარად გაყიდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

სასოწარკვეთილი დედის თქმით, მისი ყველა შვილი შიმშილით კვდებოდა, რის გამოც ის იძულებული გახდა, ერთი ქალიშვილი გაეყიდა.

"როგორ შეიძლება, ახლა თავს ცუდად არ ვგრძნობდე? ის ხომ ჩემი შვილია. ნეტავ, ამ მდგომარეობაში არ აღმოვჩენილიყავი“, - ამბობს ბავშვის დედა, რომლის ვინაობასაც მედია არ ასახელებს.

ჩვილის მამის თქმით, მათ სახლში ზეთიც კი არ აქვთ, რომ ბავშვებს რამე კერძი მოუმზადონ. მამაკაცი იძულებულია, საკვები ნაგავში ეძებოს.

გავრცელებული ცნობით, ბავშვი მამაკაცმა იყიდა, რომელის ბავშვს ოჯახიდან მას შემდეგ წამოიყვანს, რაც ის სიარულს ისწავლის. 

მანამდე ავღანეთის ყოფილმა დეპუტატმა მუჰამედ მოჰაკიკმა განაცხადა, რომ დედაქალაქის დასავლეთ ნაწილში რვა ბავშვი შიმშილით დაიღუპა

ცნობისთვის, მანამდე გაერო-ს სურსათის მსოფლიო პროგრამის აღმასრულებელმა დირექტორმა დევიდ ბიზლიმ განაცხადა, რომ ავღანეთის მოსახლეობა რადიკალური თალიბანის მოძრაობის ბოევიკების მიერ ძალაუფლების ჩამორთმევის, გვალვისა და კორონავირუსის პანდემიის გამო, შესაძლოა, მასობრივი შიმშილის წინაშე აღმოჩნდეს.

რადიკალურმა მოძრაობამ "თალიბანი" ავღანეთის დედაქალაქი ქაბული 15 აგვისტოს აიღო. ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ, შტაბის უფროსთან და ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველთან ერთად, ქვეყანა დატოვა. ღანის თქმით, მან ქვეყანა ქაბულში სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად დატოვა.

ავღანეთი "თალიბანმა" ავღანეთის ისლამურ საამიროდ გამოაცხადა..

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system