თავში

ავღანეთში ორ აფეთქებას 13 ძალოვანი ემსხვერპლა

​ავღანეთში ორ აფეთქებას 13 ძალოვანი ემსხვერპლა
ავღანეთში ორ აფეთქებას 13 ძალოვანი ემსხვერპლა

ავღანეთის ჰელმანდის პროვინციაში ორ აფეთქებას სულ მცირე 13 სამხედრო და პოლიციელი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Xinhua ავრცელებს.

ჰელმანდის პროვინციაში ბლოკპოსტთან დანაღმული ავტომობილი აფეთქდა. ინციდენტის შედეგად სულ მცირე 8 ავღანელი ჯარისკაცი დაიღუპა. ორს ამ დრომდე ეძებენ. მომხდარზე პასუხისმგებლობა რადიკალურმა მოძრაობამ "თალიბანი" აიღო.

მანამდე კიდევ ერთი აფეთქება სანგინის რაიონში მდებარე საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან მოხდა. ინციდენტის შედეგად 5 პოლიციელი დაიღუპა და 5 დაშავდა. აფეთქების მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system