თავში

ავღანეთში საერთაშორისო ტერორიზმის ადგილი არ არის - სტოლტენბერგი

​ავღანეთში საერთაშორისო ტერორიზმის ადგილი არ არის - სტოლტენბერგი
ავღანეთში საერთაშორისო ტერორიზმის ადგილი არ არის - სტოლტენბერგი

"თალიბანმა" არ უნდა დაუშვას, რომ ავღანეთი ტერორიზმისთვის ხელსაყრელ გარემოდ ისევ იქცეს, - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

"ისინი, ვინც ახლა ძალაუფლებას იგდებენ ხელთ, აგებენ პასუხს, რომ საერთაშორისო ტერორისტებმა ავღანეთში ფეხი არ მოიკიდონ", - განაცხადა მან.

სტოლტენბერგის თქმით, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს შორიდან დარტყმის უნარი აქვს, "თუ დავინახავთ, რომ ტერორისტული ჯგუფები NATO-სა და მის მოკავშირეებზე თავდასხმების ორგანიზებას კვლავ ცდილობენ".

ცნობისთვის, რადიკალურმა მოძრაობამ "თალიბანი" ავღანეთის დედაქალაქი ქაბული 15 აგვისტოს აიღო. ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ, შტაბის უფროსთან და ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველთან ერთად, ქვეყანა დატოვა. ღანის თქმით, მან ქვეყანა ქაბულში სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად დატოვა.

ცოტა ხნის წინ ავღანეთში, დედაქალაქ ქაბულის აეროპორტის ასაფრენ ბილიკზე დიდი რაოდენობით ხალხი შეიჭრა. აშშ-ის სამხედროებმა, რომლებიც ქვეყნიდან სამოქალაქო პირების ევაკუაციის დროს წესრიგს უზრუნველყოფდნენ, ჰაერში გამაფრთხილებელი გასროლა მოახდინეს.

ავღანეთში, ქაბულის აეროპორტში სროლის შედეგად, სულ მცირე, ხუთი ადამიანი დაიღუპა.

ქაბულის საერთაშორისო აეროპორტმა სამოქალაქო ფრენები შეაჩერა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system