თავში

ავღანეთში სამხედრო ვერტმფრენი ტერორისტებმა ჩამოაგდეს - განახლებულია

ავღანეთში სამხედრო ვერტმფრენი ტერორისტებმა ჩამოაგდეს
ავღანეთში სამხედრო ვერტმფრენი ტერორისტებმა ჩამოაგდეს - განახლებულია

ავღანეთში, ვარადაკის პროვინციაში სამხედრო ვერტმფრენი, რომლის კატასტროფას 9 პირი ემსხვერპლა, სარაკეტო შეტევის შედეგად ჩამოვარდა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. ვერტმფრენს, რომელიც დაჭრილი და დაღუპული სამხედროების გადასაყვანად გამოიყენებოდა, რაკეტა აფრენისთანავე მოხვდა. თავდაცვის სამინიტროს წარმომადგენელთა განცხადებით, დაიღუპნენ ეკიპაჟის წევრები და ვერტმფრენში მყოფი სპეცდანიშნულების რაზმის სამხედროები.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ რადიკალურ დაჯგუფებას არ აუღია.

---

09:52

ავღანეთის ცენტრალურ ნაწილში, ვარდაკის პროვინციაში სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა. უბედურ შემთხვევას 9 ადამიანი ემსხვერპლა.

ინფორმაციას, წყაროზე დაყრდნობით, Tolo News ავრცელებს.

კატასტროფის სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system