თავში

ავღანეთში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გადათვლას პროტესტი მოჰყვა

​ავღანეთში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გადათვლას პროტესტი მოჰყვა
ავღანეთში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გადათვლას პროტესტი მოჰყვა

ავღანეთის პრეზიდენტობის წამყვანმა კანდიდატმა, აბდულა აბდულამ, არჩევნების შედეგების გაყალბების ბრალდებით, ხმების ხელახლა გადათვლასთან დაკავშირებით, საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ შედეგები პრეზიდენტ აშრაფ ღანის სასარგებლოდ გაყალბდა.

28 სექტემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამოცხადება ავღანეთში, ტექნიკური პრობლემების მოტივით, არაერთხელ გადაიდო.

იმ შემთხვევაში, თუ ვერც ერთი კანდიდატი, ვერც მოქმედი პრეზიდენტი აშრაფ ღანი და ვერც მთავრობის მეთაური აბდულა აბდულა ხმათა 50 პროცენტს ვერ მოაგროვებს, ავღანეთში არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

ღანი და აბდულა ქვეყანაში ეროვნული ერთობის მყიფე ხელისუფლებას ხელმძღვანელობენ, რომელიც, აშშ-ის ზეწოლის შედეგად, მას შემდეგ შეიქმნა, რაც 2014 წელის საპრეზიდენტო არჩევნებში ორივე ლიდერმა თავი გამარჯვებულად გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system