თავში

ავღანეთში შეიარაღებულმა პირებმა 53 ადამიანი მძევლად აიყვანეს

ავღანეთში შეიარაღებულმა პირებმა 53 ადამიანი მძევლად აიყვანეს
ავღანეთში შეიარაღებულმა პირებმა 53 ადამიანი მძევლად აიყვანეს

ავღანეთში, დაიკუდის პროვინციაში შეიარაღებულმა პირებმა 53 ადამიანი, მათ შორის, ბავშვები და ქალები მძევლად აიყვანეს. ამის შესახებ TOLOnews იუწყება.

რეგიონის ხელმძღვანელმა, ზია ჰამდარდმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მოლაპარაკებების შემდეგ და ადგილობრივი უხუცესების შუამდგომლობით, გამტაცებლებმა გაათავისუფლეს 9 ადამიანი, ხოლო 44 მათგანი კვლავ მძევლად რჩება. ამჟამად, ადგილობრივ სამართალდამცავებსა და გამტაცებლებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

დაიკუდის პროვინციის გუბერნატორის განცხადებით, მომხდარზე პასუხისმგებლობა რადიკალური მოძრაობა "თალიბანის" ტერორისტებს ეკისრებათ, თუმცა თალიბები ინციდენტში მონაწილეობას უარყოფენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system