თავში

ავღანეთში სიტუაცია სწრაფად უარესდება - სერგეი ლავროვი

​ავღანეთში სიტუაცია სწრაფად უარესდება - სერგეი ლავროვი
ავღანეთში სიტუაცია სწრაფად უარესდება - სერგეი ლავროვი

ავღანეთში სიტუაცია სწრაფად უარესდება, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

"ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს იმას, რაც ხდება ავღანეთში, სადაც ვითარება სწრაფი გაუარესებისკენ მიდის, მათ შორის ამერიკული და NATO-ს სხვა ჯარების ნაჩქარევი გაყვანის ფონზე”, - აღნიშნა მინისტრმა.

ლავროვმა ხაზი გაუსვა, რომ მოსკოვი ყველაფერს გააკეთებს, მათ შორის გამოიყენებს ტაჯიკეთ-ავღანეთის საზღვარზე სამხედრო ბაზას, იმისათვის, რომ შეაჩეროს ნებისმიერი აგრესია მოკავშირეების წინააღმდეგ, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წინააღმდეგ.

ცნობისთვის, ტაჯიკეთი ავღანეთთან საზღვრის დასაცავად მობილიზაციას აცხადებს.

5 ივლისს ცნობილი გახდა, რომ თურქეთმა, ირანმა და პაკისტანმა მაზარ-ი-შარიფში საკონსულოები დახურეს. ადგილობრივი მოსახლეობის ცნობით, მუშაობა უზბეკეთის, ყაზახეთისა და ტაჯიკეთის საკონსულოებმაც შეწყვიტეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system