თავში

ავღანეთში, თახარის პროვინციაში 47 ძალოვანი დაიღუპა

​ავღანეთში, თახარის პროვინციაში 47 ძალოვანი დაიღუპა
ავღანეთში, თახარის პროვინციაში 47 ძალოვანი დაიღუპა

ავღანეთში, თახარის პროვინციაში თალიბებთან შეტაკებებისას ეროვნული უსაფრთხოების ძალების 47 წევრი, 47 წევრი, მათ შორის ადგილობრივი პოლიციის უფროსის მოადგილე მოჰამედ დურანდიში დაიღუპნენ. ამის შესახებ ინფორმაციას TOLOnews ავრცელებს.

კიდევ ოთხამდე ადამიანი დაჭრილია.

დაღუპულთა შორის სპეცრაზმელებიც არიან.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ თალიბები უსაფრთხოების ძალებს თავს დაესხნენ. შეტაკებები რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ავღანეთის ხელისუფლებასა და "თალიბებს" შორის დაწყებული მოლაპარაკებები მიმართულია ქვეყანაში საომარი მოქმედებებისა და ძალადობის შეწყვეტისკენ, რასაც, სავარაუდოდ, ხელისუფლების გაყოფა და 19 წლიანი ომის დასრულება უნდა მოჰყვეს. მიუხედავად პირდაპირი დიალოგისა, ავღანეთში ძალადობა ამ დრომდე არ წყდება. ავღანეთის ხელისუფლება "თალიბებს" შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს. მოლაპარაკებებში მნიშვნელოვანი პროგრესი ამ დრომდე ვერ იქნა მიღწეული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system