თავში

ავღანეთში თალიბანის“ საწინააღმდეგო აქციები მიმდინარეობს

ავღანეთში „თალიბანის“ საწინააღმდეგო აქციები მიმდინარეობს
ავღანეთში თალიბანის“ საწინააღმდეგო აქციები მიმდინარეობს

ავღანეთში „თალიბანის“ საწინააღმდეგო აქციები გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ქაბულში, პაკისტანის საელჩოსთან ათეულობით დემონსტრანტი შეიკრიბა.

დემონსტრანტების დასაშლელად „თალიბანის“ მებრძოლებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნეს.

აქციები გაიმართა ფარვანისა და ნიმრუზის პროვინციებშიც, სადაც დემონსტრანტები სკანდირებდნენ, რომ ვერავინ შეძლებს ხალხის ხმის ჩახშობას იარაღის ძალითაც კი.

რადიკალურმა მოძრაობა"თალიბანმა" ავღანეთის დედაქალაქი ქაბული 15 აგვისტოს აიღო. ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ, შტაბის უფროსთან და ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველთან ერთად, ქვეყანა დატოვა. ღანის თქმით, მან ქვეყანა ქაბულში სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად დატოვა.

ავღანეთი "თალიბანმა" ავღანეთის ისლამურ საამიროდ გამოაცხადა.

25 აგვისტოს რადიკალურმა მოძრაობამ "თალიბანი" ავღანელ ქალებს სახლში დარჩენა უბრძანა. მისი წარმომადგენლის, ზაბიჰულა მოჯაჰედის განცხადებით, შესაძლოა, თალიბები "ცუდად მოიქცნენ", ამიტომ ქალები გარეთ არ უნდა გადიოდნენ, მათ შორის სამსახურში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system