თავში

ავღანეთში "თალიბების“ თავდასხმას 15 სამხედრო ემსხვერპლა

ავღანეთში "თალიბების“ თავდასხმას 15 სამხედრო ემსხვერპლა
ავღანეთში თალიბების“ თავდასხმას 15 სამხედრო ემსხვერპლა

ავღანეთში „თალიბების“ თავდასხმის შედეგად ეროვნული არმიის 15 სამხედრო დაიღუპა და 9 დაიჭრა. თავდასხმა ქვეყნის აღმოსავლეთით, პაქტიას პროვინციაში მოხდა. შეიარაღებული დაჯგუფების წევრები 3 საკონტროლო-გამშვებ პუნქტს დაესხნენ თავს. საბრძოლო მოქმედებები დილამდე გაგრძელდა.

მომხდართან დაკავშირებით „თალიბებს“ განცხადება ჯერ არ გაუვრცელებიათ.

კიდევ ერთი თავდასხმა საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ავღანეთში გუშინ მოხდა. შეტაკებისას 7 ავღანელი სამხედრო დაიღუპა.

მიუხედავად აშშ-სა და „თალიბებს“ შორის მიღწეული სამშვიდობო შეთანხმებისა, ავღანეთში შეიარაღებული დაპირისპირება მაინც გრძელდება. შეთანხმება ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გამოყვანას, საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას, ავღანეთის ხელისუფლებისა და „თალიბების“ მხრიდან ტყვეების გათავისუფლებასა და მხარეებს შორის შიდაავღანური მოლაპარაკების დაწყებას გულისხმობს, რამაც ქვეყანაში თითქმის 19 წლიან ომს წერტილი უნდა დაუსვას. შეთანხმება აშშ-სა და „თალიბებს“ შორის თებერვლის ბოლოს ყატარში გაფორმდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system