თავში

ავღანეთში "თალიბების“ თავდასხმას 7 სამხედრო ემსხვერპლა

​ავღანეთში "თალიბების“ თავდასხმას 7 სამხედრო ემსხვერპლა
ავღანეთში თალიბების“ თავდასხმას 7 სამხედრო ემსხვერპლა

ავღანეთში „თალიბების“ თავდასხმის შედეგად 7 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და 1 დაიჭრა. შემთხვევა ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით, კუნდუზი პროვინციაში მოხდა. ინფორმაციას Tolo News ავრცელებს.

ტელეარხის ინფორმაციით, დანაკარგი თავდამსხმელთა შორისაც არის.

გავრცელებული ცნობებით, "თალიბები" სამხედროების საკონტროლო-გამშვებ პუნქტს დაესხნენ თავს. 

აშშ-სა და „თალიბებს“ შორის მიღწეული სამშვიდობო შეთანხმების მიუხედავად, ავღანეთში სისხლიანი დაპირისპირება რადიკალურ დაჯგუფებასა და სახელისუფლებო ძალებს შორის დღემდე გრძელდება.

აშშ-სა და „თალიბებს“ შორის სამშვიდობო შეთანხმება, რომელიც ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გამოყვანას, საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას, ავღანეთის ხელისუფლებისა და „თალიბების“ მხრიდან ტყვეების გათავისუფლებასა და მხარეებს შორის შიდაავღანური მოლაპარაკების დაწყებას გულისხმობს, რამაც ქვეყანაში 18 წლიან ომს წერტილი უნდა დაუსვას, თებერვლის ბოლოს ყატარში, „თალიბების“ პოლიტიკურ დედაქალაქ დოჰაში გაფორმდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system