თავში

ავღანეთში თავდასხმას 9 სამართალდამცავი ემსხვერპლა

​ავღანეთში თავდასხმას 9 სამართალდამცავი ემსხვერპლა
ავღანეთში თავდასხმას 9 სამართალდამცავი ემსხვერპლა

ავთანეთში, ქუნდუზის პროვინციაში პოლიციის განყოფილებაზე თავდასხმას სულ მცირე 7 ძალოვანი ემსხვერპლა, 3 დაშავდა.

გუბერნატორის წარმომადგენლის თქმით, 4 თავდამსხმელი ლიკვიდირებულია, 6 დაიჭრა. 

აშშ-სა და „თალიბებს“ შორის მიღწეული სამშვიდობო შეთანხმების მიუხედავად, ავღანეთში სისხლიანი დაპირისპირება რადიკალურ დაჯგუფებასა და სახელისუფლებო ძალებს შორის დღემდე გრძელდება.

აშშ-სა და „თალიბებს“ შორის სამშვიდობო შეთანხმება, რომელიც ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გამოყვანას, საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას, ავღანეთის ხელისუფლებისა და „თალიბების“ მხრიდან ტყვეების გათავისუფლებასა და მხარეებს შორის შიდაავღანური მოლაპარაკების დაწყებას გულისხმობს, რამაც ქვეყანაში 18 წლიან ომს წერტილი უნდა დაუსვას, თებერვლის ბოლოს ყატარში, „თალიბების“ პოლიტიკურ დედაქალაქ დოჰაში გაფორმდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system