თავში

ავღანეთში თავდასხმას უსაფრთხოების ოთხი თანამშრომელი ემსხვერპლა

ავღანეთში თავდასხმას უსაფრთხოების ოთხი თანამშრომელი ემსხვერპლა
ავღანეთში თავდასხმას უსაფრთხოების ოთხი თანამშრომელი ემსხვერპლა

ავღანეთში, ბაღლანის პროვინციაში განხორციელებულ თავდასხმას უსაფრთხოების ძალების ოთხი თანამშრომელი ემსხვერპლა, ხოლო ათი ადამიანი დაშავდა. Tolo News-ის ცნობით, თავდასხმაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლება რადიკალური ისლამისტური მოძრაობა "თალიბანის" წევრებს აკისრებს.

პროვინციის ხელმძღვანელის განცხადებით, დაღუპულთა შორის არიან "თალიბანის" წევრებიც, თუმცა გარდაცვლილი ტერორისტების რაოდენობა ამ დროისათვის უცნობია. 

ამ დრომდე, მომხდართან დაკავშირებით "თალიბანის" წევრებს კომენტარი არ გაუკეთებიათ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system