თავში

ავღანეთში ტერაქტს 5 ადამიანი ემსხვერპლა

ავღანეთში ტერაქტს 5 ადამიანი ემსხვერპლა
ავღანეთში ტერაქტს 5 ადამიანი ემსხვერპლა

ავღანეთის აღმოსავლეთ ნაწილში, ქალაქ გარდეზში, სატვირთო მანქანა აფეთქდა. დაშავდა 14 და დაიღუპა სულ მცირე 5 ადამიანი. აფეთქება სასამართლოს შენობასთან , ქალაქის მჭიდროდ დასახლებულ ნაწილში მოხდა. ხელისუფლების ინფორმაციით, აფეთქების უკან თალიბები დგანან.

შინაგან საქმეთ სამინისტროს წარმომადგენლის თარიქ არიანის განცხადებით, თავდასხმა „თალიბებთან“ კავშირში მყოფმა შეიარაღებულმა დაჯგუფება „ლაშქერ-ე-თაიბმა“ განახორციელა. ისინი სავარაუდოდ არ აღიარებენ ტერაქტზე პასუხისმგებლობას.

გარდეზში აფეთქება წინ ქვეყნის სხვა ნაწილში აფეთქებათა სერია უძღოდა. 

ორ დღის წინ ქაბულში თავდასხმა მოხდა სამშობიარო კლინიკაზე, სადაც 24 ადამიანი, მათ შორის ქალები და ახალშობილები დაიღუპნენ. იმავე დღეს თვითმკვლელმა ტერორისტმა, რომელიც აცხადებდა, რომ  ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს“ წევრი იყო, ნანგაჰარში 32 ადამიანი მოკლა.

პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ სამხედროების უბრძანა, რომ თავდაცვის პოზიციიდან შეტევის პოზიციაზე გადავიდნენ. ეს გადაწყვეტილება მან მას შემდეგ მიიღო, რაც თალიბებთან მიღწეული სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ აშშ-მა ავღანეთიდან სამხედრო ძალების გამოყვანა დაიწყო. ხელისუფლება თალიბებს სხვა შეიარაღებულ დაჯგუფებებთან თანამშრომლობასა და ტერორიზმის ხელშეწყობაში ადანაშაულებს. აშრაფ ღანის თქმით, ეს პროცესები ხელს უშლის აშშ-ის ძალისხმევით მიღწეული სამშვიდობო შეთანხმების პირობების შესრულებას და მხარეებს შორის შიდაავღანური დიალოგის დაწყებას.

თალიბები თავდასხმასთან რაიმე კავშირს უარყოფენ და აცხადებენ, რომ აფეთქებაზე სხვა შეიარაღებული დაჯგუფებებია პასუხისმგებელი.   

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system