
ავღანეთის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ფარვანის პროვინციაში წყალდიდობას 100 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, წყალდიდობა ქალაქ ჩარიქარში დილით ადრე მოხდა, მასინ როდესაც მოსახლეობის უმრავლესობას ეძინა.
ავღანეთის კატასტროფების მართვის სამინისტროს ცნობით, სტიქიის შედეგად დანგრეულია 500-მდე სახლი, ათობით ადამიანი კი დაშავებულია.
ხელისუფლების განცხადებით, მსხვერპლის რაოდენობის გაზრდა მოსალოდნელია, რადგან სამძებრო-სამაშველო ოპერაცია კვლავ მიმდინარეობს.
„შესაძლოა, ასობით გარდაცვლილი გვყავდეს,“- განაცხადა ფარვინის პროვინციის გუბერნატორმა, ფაზლუდინ აიარმა.
ავღანეთის ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ნაწილებში ზაფხულის თვეებში ძლიერი წვიმები იმატებს, რაც წყალდიდობას იწვევს.
თეკო გიორგაძე
ავტორი