თავში

ავღანეთში უკრაინული თვითმფრინავი გაიტაცეს - განახლებულია

​ავღანეთში უკრაინული თვითმფრინავი გაიტაცეს
ავღანეთში უკრაინული თვითმფრინავი გაიტაცეს - განახლებულია

ინფორმაცია უცნობი პირების მიერ ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში უკრაინული თვითმფრინავის გატაცების შესახებ სინამდვილეს არ შეესაბამება რეალობას, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ოლეგ ნიკოლენკომ განაცხადა.

მისი თქმით, ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესში ჩართული თვითმფრინავები უკრაინაში უსაფრთხოდ დაბრუნდნენ. საერთო ჯამში, მათ სამი რეისი განახორციელეს და 256 ადამიანი გამოიყვანეს.

ნიკოლენკომ დასძინა, რომ ვითარება ქაბულის აეროპორტში "ქაოსთან ახლოს არის", ბევრი ეძებს ნებიესმიერ შესაძლებლობას, რომ ავღანეთი დატოვოს.

-10:48-

ავღანეთში დაუდგენელმა პირებმა გაიტაცეს თვითმფრინავი, რომელსაც ქვეყნიდან უკრაინელები უნდა გაეყვანა და სხვა მგზავრები ირანში ჩაიყვანეს. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ევგენი ენინმა განაცხადა.

"ჩვენი თვითმფრინავი სხვა ადამიანებმა გაიტაცეს. წინა სამშაბათს ფაქტობრივად თვითმფრინავი მოგვპარეს - უკრაინელების გაყვანის ნაცვლად, ის მგზავრების უცნობი ჯგუფით ირანში გაფრინდა", - განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, გამტაცებლები ცეცხლსასროლი იარაღით იყვნენ შეიარაღებულები.

ამასთან, მინისტრის მოადგილეს არ დაუკონკრეტებია, როგორ დასრულდა ინციდენტი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system