თავში

ავღანეთში ჟურნალისტი და მისი ოჯახის სამი წევრი მოკლეს

ავღანეთში ჟურნალისტი და მისი ოჯახის სამი წევრი მოკლეს
ავღანეთში ჟურნალისტი და მისი ოჯახის სამი წევრი მოკლეს

ავღანეთში, თავდასხმების ახალი ტალღის ფონზე, ჟურნალისტი და მისი ოჯახის სამი წევრი მოკლეს.

გახშირებული ტერორისტული აქტების ძირითადი მთავარი სამიზნე სწორედ მედიის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები არიან.

გორის პროვინციის საბჭოს წევრმა ჰამიდულა მუტაჰიდმა განაცხადა, რომ ხუთშაბათს, გვიან ღამით, თავდასხმის შედეგად, სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიჭრა.

შეიარაღებული პირები შეიჭრნენ ავღანელი ჟურნალისტისა და აქტივისტის ბისმილაჰ ადილ აიმაკის ოჯახში, რომელიც თავად 1 იანვარს მოკლეს. პირებმა გარდაცვლილი ჟურნალისტის ოჯახის სამი წევრი მოკლეს. 

ჯერჯერობით არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას თავდასხმა საკუთარ თავზე არ აუღია. თალიბანის სპიკერმა ზაბიჰულა მუჯაჰიდმა მალევე უარყო მათი პასუხისმგებლობა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system