თავში

ავიაბაზა ინჯირლიკი თურქეთს ეკუთვნის - თავდაცვის სამინისტრო

​ავიაბაზა ინჯირლიკი თურქეთს ეკუთვნის - თავდაცვის სამინისტრო
ავიაბაზა ინჯირლიკი თურქეთს ეკუთვნის - თავდაცვის სამინისტრო

ავიაბაზა ინჯირლიკი თურქეთის სახელმწიფოს ეკუთვნის და მის თავზე თურქეთის დროშა ფრიალებს, - ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული. ინფორმაციას Haber Global ავრცელებს.

”ინჯირლიკის ბაზაზე ზოგიერთი საწარმოს გამოყენება ემყარება შეთანხმევას, თავდაცვისა და ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას, რომელიც თურქეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის 1980 წლის 29 მარტს გაფორმდა. ხელშეკრულებაში ნათქვამია, რომ თურქეთის რესპუბლიკის მთავრობა უფლებას აძლევს აშშ-ის მთავრობას, მონაწილეობა მიიღოს ერთობლივ თავდაცვით ღონისძიებებში თურქეთის შეიარაღებული ძალების ობიექტებზე ინჯირლიკში.

ინჯირლიკის ბაზა არის ჩვენი საჰაერო ძალების ერთ-ერთი ბაზა, რომელიც ეკუთვნის თურქეთის შეიარაღებულ ძალებს, ეს არის თურქეთის ბაზა, მასზე განთავსებულ ყველა საწარმოსთან ერთად, იგი ეკუთვნის თურქეთის რესპუბლიკის სახელმწიფოს", - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system