თავში

ავიაკატასტროფას 5 ადამიანი ემსხვერპლა

​ავიაკატასტროფას 5 ადამიანი ემსხვერპლა
ავიაკატასტროფას 5 ადამიანი ემსხვერპლა

აშშ-ში, ალასკის სამხრეთ დასავლეთ ნაწილში მსუბუქმა ერთმოტორიანმა თვითმფრინავმა Piper PA32 კატასტროფა განიცადა. დაიღუპა ბორტზე მყოფი ხუთივე ადამიანი. ტრაგედიის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.

თვითმფრინავში პილოტი და 4 მგზავრი იმყოფებოდა. ისინი ბერინგის ზღვის სანაპიროზე, პატარა სოფელ კიპნაკში მიფრინავდნენ. გაფრენიდან ორი საათის შემდეგ, როდესაც  თვითმფრინავის დაგვიანების შესახებ შეტყობინება შევიდა, შემთხვევის ადგილას ეროვნული გვარდიის სამაშველო ვერტმფრენი გაგზავნეს. მათ თვითმფრინავისა და ყველა მგზავრის დაღუპვის ფაქტი დაადასტურეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system