თავში

ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით როჰანიმ ზელენსკის წერილი მისწერა

ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით ​როჰანიმ ზელენსკის წერილი მისწერა
ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით როჰანიმ ზელენსკის წერილი მისწერა

ირანის გზებისა და ურბანული განვითარების სამინისტროს ხელმძღვანელი, მუჰამედ ესლამი კიევში ჩავიდა, რათა უკრაინის პრეზიდენტს ვლადიმირ ზელენსკის პრეზიდენტ ჰასან როჰანის წერილი გადასცეს,. ის თეირანში “უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების” თვითმფრინავის ჩამოგდებას ეხება. ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის სპიკერმა აბას მუსავიმ განაცხადა.

წერილის შინაარსი უცნობია. მუსავიმ ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა. 

შეგახსენებთ, თეირანში 8 იანვარს მომხდარ ავიაკატასტროფას 167 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის ირანის 82 მოქალაქე იყო.

ირანმა აღიარა უკრაინული თვითმფრინავის "ბოინგ 737-ის" შემთხვევით ჩამოგდება, რომელზეც 176 ადამიანი იმყოფებოდა და ვერც ერთი მათგანის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ჰასან როჰანიმ ამ ფაქტს კატასტროფული შეცდომა უწოდა და ღრმა მწუხარება გამოთქვა. აღნიშნულ ფაქტს ირანში საპროტესტო აქციები მოჰყვა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system