თავში

ავსტრალიური ავიაკომპანია ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი ფრენისთვის ემზადება

​ავსტრალიური ავიაკომპანია ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი ფრენისთვის ემზა
ავსტრალიური ავიაკომპანია ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი ფრენისთვის ემზადება

ავსტრალიური ავიაკომპანია Qantas ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი ფრენისთვის ემზადება. რეისი ნიუ-იორკიდან სიდნეიში შესრულდება და 19 საათს გასტანს. ფრენა სატესტო იქნება და მისი მიზანი ადამიანის ორგანიზმზე მრავალსაათიანი გადაფრენის გავლენის შესწავლაა.

ავიარეისს თვითმფრინავი Boeing 797-9 Dreamliner შეასრულებს. ბორტზე პილოტები, ეკიპაჟი, მეცნიერები, მედიკოსები და რამდენიმე ზღვის გოჭი იქნება. უმრავლესობა ავიაკომპანია Qanta-ს თანამშრომლები არიან, რომელთაც 6 მოხალისე მგზავრი შეუერთდება.

ფრენის განმავლობაში მათ სპეციალურ საკონტროლო აპარატებთან მიაერთებენ, რომლებიც მეცნიერებს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის და სხვადასხვა იმპულსების შესწავლის საშუალებას მისცემს.

სიდნეის რეისის გარდა კომპანია Qanta კიდევ სამი ფრენის შესრულებას გეგმავს. ნოემბერში ანალოგიური დაკვირვება ლონდონიდან სიდნეის მიმართულებით შესრულდება, წლის ბოლომდე კი ნიუ-იორკიდან ლონდონში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system