
სტამბოლში, საბიჰა გოქჩენის სახელობის აეროპორტში აეროპორტში დაფრენისას ავიაკომპანია Pegasus-ის თვითმფრინავი დასაშვები ბილიკიდან გადავიდა და დაიმტვრა. ინფორმაციას ამის შესახებ გაზეთი Daily Sabah ავრცელებს. ინციდენტის დროს ბორტზე 171 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი იმყოფებოდა. 52 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაღუპულები არ არიან.
"Pegasus Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავი, რომელიც იზმირიდან მოფრინავდა, საბიჰა გოქჩენის სახელობის აეროპორტში დაშვების შემდეგ, დასაშვები ბილიკიდან გადავიდა. თვითმფრინავის ფიუზელაჟი სამ ნაწილად დაიშალა და ცეცხლი გაუჩნდა", - ნათქვამია ინფორმაციაში.
ადგილზე სახანძრო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებია მობილიზებული.