თავში

ავიაკომპანიები მგზავრებს აწონიან

ავიაკომპანიები მგზავრებს აწონიან
ავიაკომპანიები მგზავრებს აწონიან
© news.yahoo.com

აშშ-ის ფედერალურმა საავიაციო ადმინისტრაციამ ავიაკომპანიის სახელმძღვანელო გამოსცა. ახალ რეკომენდაციებს შორის არის მგზავრის წონის კონტორილი, რათა თვითმფრინავმა უსაფრთხო აფრენა და დაშვება განახორციელოს. ინფორმაციას ამის შესახებ Daily Mail ავრცელებს.

ცნობილია, რომ აშშ-ის ავიაკომპანიები მგზავრების წონას საკონტროლო პუნქტთან შეამოწმებენ. ეს პროგრამა უფრო მოიცავს ზოგად სტატისტიკას, თუ როგორ იცვლება ამერიკის ზრდასრული მოქალაქის საშუალო წონა.

ოფიციალური პირების განცხადებით, მგზავრს შეუძლია, წონის კონტროლზე უარი განაცხადოს. მგზავრის წონის ინფორმაცია მკაცრად იქნება დაცული.

ავიაკომპანიები ფიქრობენ, რომ მგზავრები წონის კონტროლს დამცირებად აღიქვამენ. ისინი ასევე შიშობენ, რომ მგზავრთა წონის ზრდის შესახებ მონაცემები თვითმფრინავში ადგილებისა და ავიაკომპანიების ბორტზე მენიუს შემცირებას გამოიწვევს.

შეერთებულ შტატებში მგზავრების წონის კოტროლი სამ წელიწადში ერთხელ ხორციელდება. ჯერჯერობით, მათი შედეგები აჩვენებს ბორტზე მგზავრთა საშუალო წონის ზრდას, ბოლო წლებში ის 12% -ით გაიზარდა. საერთო ჯამში, 20 წელზე უფროსი ასაკის ამერიკელების დაახლოებით მესამედს, 60 მილიონ ადამიანს, ჭარბი წონა აქვს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system