
ავსტრალიაში, 10 იანვრიდან, 5-დან 11 წლამდე ბავშვების COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა სკოტ მორისონმა განაცხადა.
"ეს კარგი ამბავი იქნება მთელი ქვეყნის მასშტაბით მილიონობით ოჯახისთვის, რომლებსაც თავიანთი შვილების ვაქცინაცია სურთ“, - თქვა მორისონმა განცხადებაში.
კანადიდან მიღებული კლინიკური მონაცემების განხილვის შემდეგ, ქვეყნის ვაქცინაციის საკონსულტაციო ჯგუფმა ამ ასაკობრივი ჯგუფის აცრებს მხარი დაუჭირა და აღნიშნა, რომ ორ დოზას შორის ინტერვალი 8 კვირას შეადგენს. ამასთან, ეს ვადა ეპიდემიის აფეთქების შემთხვევაში, შესაძლოა, სამ კვირამდე შემცირდეს.
თავდაპირველად ბავშვებს Pfizer-ის ვაქცინაცით აცრიან, თუმცა მარეგულირებლები Moderna-ს პრეპარატის გამოყენებასაც განიხილავენ.
ავსტრალიაში 16 წელზე უფროსი ასაკის მოსახლეობის თითქმის 90%-მა COVID-19 ვაქცინაციის სრული კურსი დაასრულა. 12-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვების დაახლოებით 70% ასევე სრულად არის აცრილი.