თავში

ავსტრალია აშშ-ისგან ტანკებსა და ჯავშანტექნიკას იყიდის

​ავსტრალია აშშ-ისგან ტანკებსა და ჯავშანტექნიკას იყიდის
ავსტრალია აშშ-ისგან ტანკებსა და ჯავშანტექნიკას იყიდის

ავსტრალიამ მიაღწია შეთანხმებას ამერიკის შეერთებულ შტატებთან 75 ტანკის - M1A2 Abrams-ისა და სხვა ჯავშანტექნიკის მიწოდებაზე, რომლის ღირებულება 3,5 მილიარდი დოლარია. ინფორმაციას The Hill ავრცელებს.

ჯამში, ავსტრალიას სურს, 120-ზე მეტი ერთეული აღჭურვილობა მიიღოს. ტანკების გარდა, საუბარია 29 ჯავშანმანქანაზე განაღმვითი სამუშაოებისთვის და 17 სატანკო ხიდის მომწყობზე. გარიგების ფარგლებში აღჭურვილობის პირველი მიწოდება 2024 წელს უნდა განხორციელდეს.

ავსტრალია უახლოეს წლებში ჯავშანტექნიკაზე 30-42 მილიარდი დოლარის დახარჯვას გეგმავს.

ცნობისთვის, აშშ, დიდი ბრიტანეთი და ავსტრალია უსაფრთხოების სფეროში სამმხრივ პარტნიორობა შექმნეს, რომელიც ჩინეთისადმი წინააღმდეგობის გასაწევად იქნება მიმართული. სამმხრივი ხელშეკრულების გამო, ავსტრალიამ საფრანგეთთან გაფორმებული ხელშეკრულება გააუქმა. პარიზმა ამას "ზურგში დანის ჩარტყმა“ უწოდეს. გაფორმებული სამმხრივი შეთანხმების გამო, საფრანგეთმა კონსულტაციებისთვის აშშ-დან ელჩი გაიწვია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system