თავში

ავსტრალია და აშშ ზებგერით იარაღზე ერთობლივად იმუშავებენ

​ავსტრალია და აშშ ზებგერით იარაღზე ერთობლივად იმუშავებენ
ავსტრალია და აშშ ზებგერით იარაღზე ერთობლივად იმუშავებენ

ზებგერით იარაღზე მუშაობის პროცესში ავსტრალია ამერიკის შეერთებულ შტატებთან ითანამშრომლებს. ამის შესახებ ავსტრალიის თავდაცვის მინისტრმა, ლინდა რეინოლდსმა განაცხადა. ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.

"სახელმწიფო გააგრძელებს ინვესტიციებს შესაძლებლობების გაუმჯობესებაში, რათა ავსტრალიის შეიარაღებულ ძალებს აგრესიის შეკავების მეტი საშუალება ჰქონდეს", - განაცხადა მინისტრმა.

გეგმების შესრულების დრო და ღირებულება ლინდა რეინოლდსმა არ დააკონკრეტა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system