თავში

ავსტრალია იაპონიასთან თავდაცვის მასშტაბურ შეთანხმებას მოაწერს ხელს

​ავსტრალია იაპონიასთან თავდაცვის მასშტაბურ შეთანხმებას მოაწერს ხელს
ავსტრალია იაპონიასთან თავდაცვის მასშტაბურ შეთანხმებას მოაწერს ხელს

ავსტრალიამ და იაპონიამ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ხელშეწყობისთვის ხელშეკრულება მოამზადეს. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას Associated Press ავრცელებს.

დოკუმენტს ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი სკოტ მორისონი და მისი იაპონელი კოლეგა ფუმიო კიშიდა ონლაინ-შეხვედრაზე გააფორმებენ.

"ავსტრალია და იაპონია უახლოესი მეგობრები არიან. ჩვენი განსაკუთრებული სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე, ასახავს საერთო ღირებულებებს, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისადმი ერთგულებას და საერთო ინტერესს თავისუფალი, ღია და ძლიერი ინდო-წყნარი ოკეანის მიმართ“, - განაცხადა მორისონმა.

მან შეთანხმებას "ისტორიული" უწოდა და აღნიშნა, რომ ის ორივე ქვეყანას საშუალებას მისცემს, "უსაფრთხოების საერთო გამოწვევებს" გაუმკლავდნენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system