თავში

ავსტრალია მორიგი ხანძრისთვის ემზადება

ავსტრალია მორიგი ხანძრისთვის ემზადება
ავსტრალია მორიგი ხანძრისთვის ემზადება

ავსტრალიაში ბოლოდროინდელი მასშტაბური კატასტროფის შემდეგ ჩატარებულმა გამოძიებამ დაადგინა, რომ ქვეყანა მომდევნო წლებში უარესს უნდა ელოდოს. ქვეყნის მთავრობამ გააკეთა მოხსენება სადაც ნათქვამია, რომ მსგავსი ტიპის კატასტროფებისთვის სახელმწიფო უკეთ მოემზადება. ამის შესახებ BBC წერს.

ქვეყანაში ხანძარი გასული წლის აგვისტოში დაიწყო და თვეების განმავლობაში გაგრძელდა, რის შედეგადაც 33 ადამიანი დაიღუპა და უზარმაზარი ტერიტორიები დაიწვა.

ახალი სამხრეთ უელსის (NSW Bushfire-ის) ანგარიშში ნათქვამია, რომ ავტრალიაში ხანძარმა 2 476 სახლი გაანადგურა და 5.5 მილიონი ჰექტარი მიწა გადაწვა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თქმით, მსგავსი ხანძრები არც ისტორიას და არც გამოცდილ მეხანძრეებს არ ახსოვთ. 

ავტრალიაში ხანძრის გაჩენის ძირითად მიზეზად გვალვა სახელდება. გავრცელებული ინფორმაციით, გვალვის შედეგად მიწა გამოშრა და ცხელმა და ქარიანმა ამინდებმა ფართომასშტაბიანი ხანძარი გამოიწვია.

"შემდეგ ხანძარს ჩვენ მივხედავთ", - განაცხადა ახალი სამხრეთ უელსის პრემიერ მინისტრმა, გლედის ბერეიკლიანმა.

ახალი სამხრეთ უელსის სახელმწიფომ, ხანძრის განმეორების შემთხვევაში რამდენიმე მნიშვნელოვანი სტრატეგია შეიმუშავა, რაც ქვეყანას ხანძრის დიდ ფართობზე გავრცელებისგან დაიცავს:

ადამიანების დროული ევაკუაცია;

საჰაერო ხანძარსაწინააღმდეგო სტრატეგიების უკეთ შემუშავება, მათ შორის მეტი წყლის მობილიზება;

განგაშის სისტემის გაუმჯობესება;

მეხანძრეების კერძო საკუთრებაში შესვლის უფლება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system