თავში

ავსტრალია საზღვრებს 2022 წლამდე არ გახსნის

ავსტრალია საზღვრებს 2022 წლამდე არ გახსნის
ავსტრალია საზღვრებს 2022 წლამდე არ გახსნის

ავსტრალიის ხელისუფლება საზღვრების გახსნას 2022 წლის შუა პერიოდში გეგმავს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters წერს. 

გამოცემის ცნობით, ავსტრალიამ საზღვრები ჯერ კიდევ 2020 წლის მარტში დახურა და მას შემდეგ საზღვარგარეთიდან ქვეყანაში შესვლა ძირითადად მხოლოდ უცხო ქვეყნიდან დაბრუნებული ავსტრალიელებისათვის არის ნებადართული. 

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა, სკოტ მორისონმა განაცხადა, რომ მართალია საზღვრების დახურვამ ქვეყნის ეკონომიკა დააზარალა, თუმცა ეს ძალიან დაეხმარა ჯანდაცვის სისტემას პანდემიაზე კონტროლის მოპოვებაში. 

თუმცა, საზღვრის დახურვის გამო ბევრი ავსტრალიელი საზღვარგარეთ ჩარჩა. მთავრობის მონაცემებით, ინდოეთში დაახლოებით 9000 ავსტრალიელმა შეიტანა განცხადება სამშობლოში დაბრუნების შესახებ.

საერთო ჯამში, ავსტრალიაში, პანდემიის მთელი პერიოდის განმავლობაში, კორონავირუსით დაახლოებით 29 700 ადამიანი დაინფიცირდა, მათგან 910 გარდაიცვალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system