თავში

ავსტრალია ტყის კატასტროფულ ხანძრებს გამოიძიებს

​ავსტრალია ტყის კატასტროფულ ხანძრებს გამოიძიებს
ავსტრალია ტყის კატასტროფულ ხანძრებს გამოიძიებს

ავსტრალია ფართომასშტაბიან გამოძიებას იწყებს ტყის ხანძრებთან დაკავშირებით, რომელმაც 33 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და სამხრეთ კორეის მასშტაბის ტერიტორიები გაანადგურა. განცხადება ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, სკოტ მორისონმა გააკეთა.

პრემიერის თქმით, სპეციალური კომისია შეისწავლის და დაადგენს, რა უნდა გაკეთდეს მომავალში, რომ ქვეყანა ხანძრების სეზონს უკეთესად მომზადებული შეხვდეს, ვინ იქნება პასუხისმგებელი პროცესებზე საგანგებო სიტუაციების დროს და რა შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები უნდა განხორციელდეს ამასთან დაკავშირებით.

ავსტრალიაში ტყის მასივებს ცეცხლი სექტემბერში მოედო. ხანძარს მრავალი თვის განმავლობაში უშედეგოდ ებრძოდნენ. სტიქიის ასეთი ძალით გააქტიურება სამწლიანმა გვალვებმა გამოიწვია, რასაც სპეციალისტები კლიმატის ცვლილებებს უკავშირებენ.

უკონტროლო ცეცხლთან საბრძოლველად სახელმწიფოს მობილიზებული ჰქონდა ყველა რესურსი და ძალები, მათ შორის სამხედროები. იანვარში სტიქიის ზონებში 6500 სამხედრო რეზერვისტი გაიგზავნა.

პრემიერ მორისონს საჯაროდ ბოდიშის მოხდაც მოუწია იმის გამო, რომ იგი ნოემბერში ჰავაიზე გაემგზავრა. მორისონმა განაცხადა, რომ ხანძართან დაკავშირებული ყველა საკითხი მაქსიმალური კონტროლის ქვეშ არის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system