თავში

ავსტრალიაში 2.5-მეტრიანი პითონი სახლის აბაზანაში იპოვეს - PHOTO

ავსტრალიაში 2.5-მეტრიანი პითონი სახლის აბაზანაში იპოვეს - PHOTO
ავსტრალიაში  2.5-მეტრიანი პითონი სახლის აბაზანაში იპოვეს - PHOTO

ავსტრალიაში, კუინზლენდის შტატის ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის აბაზანაში 2.5-მეტრიანი პითონი იპოვეს. ქვეწარმავლის მოსაცილებლად ოჯახის წევრებმა შესაბამისი სამსახური გამოიძახეს. ამის შესახებ Independent წერს.

გველის დამჭერმა გამოაქვეყნა სურათები, სადაც ჩანს ქვეწარმავლის მიერ აბაზანაში განადგურებული თავის მოვლის საშუალებები, სუნამოების და დამსხვრეული ორნამენტები. 

ნოემბერი ავსტრალიაში გაზაფხულის ბოლო თვეა, რაც იმას ნიშნავს, რომ აქ გველები უფრო ხშირად გამოჩნდებიან, რადგან ისინი ზამთრისთვის ემზადებიან და საკვებს ეძებენ. ქვეყნის ზოოპარკის მეპატრონემ მოსახლეობას რჩევა მისცა, თუ როგორ უნდა აირიდონ გველის მიზიდვისგან თავი.

იგი ხალხს მოუწოდებს, მოაცილონ ნარჩენები, მოჭრან ბალახები და ბუჩქები. გაიტანონ საკუთარი ეზოებიდან ძველი ფოთლების და სახლში ნებისმიერი სახის ხვრელი ამოავსონ, რათა გველმა სახლში შესვლა ვერ შეძლოს. მან მოსახლეობას კიდევ ერთი რჩევა მისცა იმის შესახებ, თუ რა უნდა გააკეთონ, როდესაც გველს აღმოაჩენენ.

"არასოდეს შეეცადოთ გველის დაჭერა ან მოკვლა. ეს უკანონოა და ადგილობრივი ეკოსისტემისთვის გველები ძალზე მნიშვნელოვანი არსებები არიან.  გველის დამჭერი უამრავი სააგენტოა, რომლებიც უსაფრთხოდ და ჰუმანურად წაიყვას თქვენ ახალ მეგობარს", - განაცხადა ზოოპარკის მეპატრონემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system