თავში

ავსტრალიაში 3 წლის გოგონა ელემენტის გადაყლაპვის შედეგად გარდაიცვალა

ავსტრალიაში 3 წლის გოგონა ელემენტის გადაყლაპვის შედეგად გარდაიცვალა
ავსტრალიაში 3 წლის გოგონა ელემენტის გადაყლაპვის შედეგად გარდაიცვალა

ავსტრალიაში სამი წლის გოგონა ელემენტის გადაყლაპვის შედეგად გარდაიცვალა. ამის შესახებ ABC News იუწყება.

გამოცემის ცნობით, როდესაც მშობლებმა გოგონა ჩივილებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, სამედიცინო მუშაკებმა თავდაპირველად მათ განუცხადეს, რომ ბავშვი უბრალოდ მოწამლული იყო.

თავდაპირველად გოგონა ყელის ტკივილს უჩიოდა და შიგადაშიგ აღებინებდა. მოგვიანებით, ნას ცხვირიდან სისხლდენა დაეწყო და გულმკერდის არეში ტკივილს უჩიოდა.

საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ, ექიმებმა გოგონას ვირუსის დიაგნოზი დაუსვეს და მშობლები დაარწმუნეს, რომ ბავშვი რამდენიმე დღეში გამოჯანმრთელდებოდა. ამასთან, ექიმებს რენტგენი არ გადაუღიათ.

ღამით დედა ქალიშვილის ხველამ გააღვიძა, ხოლო როდესაც მის ოთახში შევიდა აღმოაჩინა, რომ ბავშვი სისხლის გუბეში იწვა. როდესაც სასწრაფო დახმარების ჯგუფი კიდევ ერთხელ გამოიძახეს, ექიმებმა დაადგინეს, რომ გოგონამ საათის ელემენტი გადაყლაპა, რის შედეგადაც ის საყლაპავს დაიწვა და აორტაში მოხვდა.

ექიმებმა ბავშვს ორი ოპერაცია ჩაუტარეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system