თავში

ავსტრალიაში 800 მილიონი დოლარის ღირებულების ნარკოტიკი აღმოაჩინეს

​ავსტრალიაში 800 მილიონი დოლარის ღირებულების ნარკოტიკი აღმოაჩინეს
ავსტრალიაში 800 მილიონი დოლარის ღირებულების ნარკოტიკი აღმოაჩინეს

ავსტრალიის ფედერალურმა პოლიციამ ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი რაოდენობის ნარკოტიკი ამოიღეს, რომლის ღირებულება 800 მილიონი დოლარს აჭარბებს.

სპეცოპერაცია ფედერალურმა პოლიციამ და სასაზღვრო სამსახურებმა მელბურნში ჩაატარეს.

"მელბურნის საზღვაო პორტში ჩატარებული შემოწმებისას აღმოჩენილია ნარკოტიკი, რომელიც აკუსტიკური სტერეოდინამიკების პარტიაში იყო დამალული. ჯამში აღმოჩენილია 1,596 ტონა მეტამფეტამინი და 37 კილოგრამი ჰეროინი, რომლის ღირებულება 828,7 მლნ დოლარია", - ნათქვამია ძალოვანი უწყებების განცხადებაში.

საქმეზე ორი მამაკაცი და ერთი ქალია დაკავებული. სამივეს ბრალი ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის ფაქტზე წარუდგინეს. დღის ბოლომდე ისინი მელბურნის საქალაქო სასამართლოს წინაშე წარდგებიან. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system