თავში

ავსტრალიაში ახალი კოვიდვაქცინის ცდები დაიწყო, რომელიც ცხვირის სპრეის სახით გამოვა

​ავსტრალიაში ახალი კოვიდვაქცინის ცდები დაიწყო, რომელიც ც
ავსტრალიაში ახალი კოვიდვაქცინის ცდები დაიწყო, რომელიც ცხვირის სპრეის სახით გამოვა

ავსტრალიელმა მკვლევარებმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ახალი სახეობის კლინიკური ცდები დაიწყეს. ის ორგანიზმში ცხვირის სპრეის სახით იქნება შეყვანილი. ინფორმაცის ამის შესახებ Australian Financial Review ავრცელებს.

კვლევის დაწყება ავსტრალიის ეთიკის დამოუკიდებელმა კომიტეტმა დაამტკიცა.

კომპანია Nucleus Network-ის მეცნიერები ამბობენ, რომ ახალი ვაქცინა უფრო ეფექტური იქნება, ვიდრე AstraZeneca-სა და Pfizer-ის პრეპარატები. გარდა ამისა, ვაქცინაციას, შესაძლოა, ასე დათანხმდნენ ის ადამიანებიც, ვისაც ნემსის გაკეთების ეშინია.

Nucleus Network-ის სამედიცინო დირექტორის, პოლ გრიფინის თქმით, დღეს არსებული ვაქცინები, ძირითადად, ადამიანებ COVID-ის გართულებისგან იცავს, ავსტრალიური პრეპარატი კი ინფიცირების რისკის შემცირებაზეა ორიენტირებული.

"ვაქცინა, რომელიც ცხვირის სპრეის სახით გამოვა, პაციენტებისთვის რამდენიმე წელიწადში იქნება ხელმისაწვდომი", - განაცხადა გრიფინმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system