თავში

ავსტრალიაში არასრულწლოვნების ჩხრეკის მიზნით გაშიშვლებას აპროტესტებენ

ავსტრალიაში არასრულწლოვნების ჩხრეკის მიზნით გაშიშვლებას აპროტესტებენ
ავსტრალიაში არასრულწლოვნების ჩხრეკის მიზნით გაშიშვლებას აპროტესტებენ

ავსტრალიის მხოლოდ ერთ რეგიონში, სამხრეთ უელსში, პოლიციამ ბოლო სამ წელიწადში 122 არასრულწლოვანი გოგონა ჩხრეკის მიზნით გააშიშვლა. ამის შესახებ რედფერნის იურიდიული ცენტრის წარმომადგენელი სამანტა ლი აცხადებს. მისი თქმით, გოგონებს შორის, რომელთა მიმართ პოლიციამ საჯარო ჩხრეკის უფლება გამოიყენა, ყველაზე ახალგაზრდა 12 წლისაა. მას ტანსაცმლის საჯაროდ გახდა სთხოვეს, თუმცა ვერაფერი აღმოუჩინეს. სამანტა ლის თქმით, ასეთი შედეგით მთავრდება ჩხრეკის შემთხვევათა უმეტესი ნაწილი.

ავსტრალიაში კანონით პოლიციას უფლებას აქვს, არასრულწლოვანი მშობლების თანხმობის გარეშე შეამოწმოს. ტანსაცმლით საჯაროდ გახდის მოთხოვნის უფლებაც ამავე კანონით ენიჭება. პროექტის განხილვისას ინიციატორები ამბობდნენ, რომ ჩხრეკის ეს ფორმა ტერორიზმთან საბრძოლველად იყო საჭირო.

„მჯერა, რომ რიგითი პოლიციელები ამ საშუალებას ბოროტად არ იყენებენ. მე არასრულწლოვანი შვილები მყავს და მზად ვარ სამართალდამცველება ისინი ნებისმიერი ფორმით გაჩხრიკონ, თუ საეჭვოს შეამჩნევენ“, - განაცხადა ავსტრალიის პოლიციის მინისტრმა დევიდ ელიოტმა.

მწვანეთა პარტიის თავმჯდომარე დევიდ შობრიგი კი ამბობს, რომ პოლიცია უნდა იყოს ვალდებული, ეჭვმიტანილი საზოგადოების სხვა წევრებისგან მოშორებით გაჩხრიკოს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system