თავში

ავსტრალიაში დედამიწის "შავ ყუთს" დადგამენ

​ავსტრალიაში დედამიწის "შავ ყუთს" დადგამენ
ავსტრალიაში დედამიწის შავ ყუთს დადგამენ

ავსტრალიის კუნძულ ტასმანიის დასავლეთ სანაპიროზე დედამიწის „შავი ყუთი“ დაიდგმება, რომელიც გლობალური კლიმატური კატასტროფის შემთხვევაში, ადამიანის ცივილიზაციის ბოლო წლების მონაცემებს შეინახავს. ინფორმაციას New Atlas ავრცელებს.

ნაგებობას 7.5 სმ სისქის ფოლადის კედლები იქნება. შიგნით განთავსდება დიდი მყარი დისკები, რომლებიც მომდევნო 30-50 წლის განმავლობაში სხვადასხვა მონაცემს შეაგროვებს.

„შავი ყუთის“ სახურავზე მზის პანელები დამონტაჟდება, ასევე უზრუნველყოფილი იქნება სარეზერვო კვების წყარო.

კერძოდ, „შავ ყუთში“ დაგროვდება მონაცემები ხმელეთისა და ზღვის ტემპერატურის, ოკეანის მჟავიანობის, ატმოსფეროში CO2-ის დონის, ველური ბუნების გადაშენების, ენერგიის მოხმარებისა და ადამიანთა პოპულაციის შესახებ. ასევე, დედამიწის „შავი ყუთი" შეაგროვებს კონტექსტურ ინფორმაციას, როგორიცაა ახალი ამბების სათაურები, სოციალური მედიის პოსტები და მოვლენები კლიმატის ცვლილების შესახებ მნიშვნელოვანი კონფერენციებიდან და შეხვედრებიდან.

„შავი ყუთი“ მომავალი წლის ბოლომდე უნდა დამონტაჟდეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system