თავში

ავსტრალიაში დრონის ოპერატორმა სერფინგის მოყვარული ზვიგენის თავდასხმას გადაარჩინა - VIDEO

ავსტრალიაში დრონის ოპერატორმა სერფინგის მოყვარული ზვიგენის თავდასხმას
ავსტრალიაში დრონის ოპერატორმა სერფინგის მოყვარული ზვიგენის თავდასხმას გადაარჩინა - VIDEO

ავსტრალიაში სერფინგის ყოფილი ჩემპიონი, ვილკინსონი დრონის ოპერატორებმა ზვიგენის თავდასხმისგან გადაარჩინეს. ამის შესახებ CNN წერს.

ავსტრალიის წყლები სერფინგის მოყვარულთა საყვარელი ადგილია, ამიტომ არასამთავრობო ორგანიზაციის დრონები მუდმივად დაფრინავენ წყლის თავზე, რათა სერფინგის მოყვარულები ზვიგენის თავდასხმისგან დაიცვან.

სერფინგის მოყვარულმა, 32 წლის ვილკინსონმა ზვიგენის მოახლოების შესახებ დრონის დინამიკიდან გაიგო, როდესაც ოპერატორმა მას სანაპიროზე დაბრუნება ურჩია.

"მე წყალში უბრალოდ ვცურავდი. მესმოდა აჟიოტაჟი და ხმაური, გარშემო მიმოვიხედე და ვერაფერი დავინახე. ოდნავ უცნაურად მივედი ნაპირზე და მაშველებმა მაჩვენეს კადრები და მივხვდი, როგორ ახლოს მოვიდა ზვიგენი ჩემთან, ისე რომ ვერც კი ვიგრძენი", - განაცხადა ვილკინსონმა.

ვილკინსონმა, რომელმაც სერფინგის მსოფლიო ჩემპიონატის ლიგაში იასპარეზა და სამი ჩემპიონატის ტურში გაიმარჯვა, თქვა, რომ ის ძალიან ბედნიერია, რომ ზვიგენს გადაურჩა.

ოფიციალური ინფორმაციით, მომხდარის გამო ავსტრალიის სანაპიროდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა და ის რამდენიმე დღით დაიხურა.

ცნობილია, რომ ამ წელს ქვეყანაში ზვიგენის თავდასხმის სულ მცირე ექვსი ფატალური შემთხვევა დაფიქსირდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system