თავში

ავსტრალიაში ძლიერი ქარი და ჭექა-ქუხილი ხანძრებს გააძლიერებს

ავსტრალიაში ძლიერი ქარი და ჭექა-ქუხილი ხანძრებს გააძლიერებს
ავსტრალიაში ძლიერი ქარი და ჭექა-ქუხილი ხანძრებს გააძლიერებს

ავსტრალიაში დღეს ქარის გაძლიერებას და ჭექა-ქუხილს ელოდებიან. ამინდის ცვლილება სავარაუდოდ, ტყის ხანძრების ახალი კერების გაჩენას და ცეცხლის არეალის გაფართოვებას გამოიწვევს. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ქვეყნის დასავლეთ სანაპიროზე განადგურებული 270-ზე მეტი სახლი და გადამწვარია 2,5 მილიონი აკრი ტერიტორია.

ახალ სამხრეთ უელსში ამ დროისთვის განადგურებულია 259 სახლი, მეხანძრეები ცეცხლის 59 კერას ებრძვიან. ქუინსლენდში, 7 ნოემბრიდან დღემდე, 16 სახლია დამწვარი და ცეცხლის 59 კერა ამ დრომდე აქტიურია. ხანძარმა შეიწირა 4 ადამიანის სიცოცხლე. ორივე შტატში ათასობით ადამიანი ევაკუირებუია. 

ტყის ხანძრები ავსტრალიაში წელს გაცილებით ადრე დაიწყო, რაც მაღალი ტემპერატურით და სამწლიანი გვალვით არის განპირობებული. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ კლიმატის ცვლილების პარალელურად, ავსტრალიაში ტყის ხანძრების სეზონი ხანგრძლივი და ინტენსიური იქნება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system