
ავსტრალიაში Facebook-ზე ახალი ამბების გამოქვეყნება შესაძლოა ფასიანი გახდეს. კომპანია Facebook მსგავსი ქმედებით მას შემდეგ დაიმუქრა, რაც ავსტრალიის მთვარობამ შეიმუშავა კანონი, რომელიც სოციალურ ქსელს ავალდებულებს, Facebook-ზე გამოქვეყნებული ახალი ამბების ავტორ მედიასაშუალებებს ანაზღაურება გადაუხადოს. შესაძლებელია მსგავსი რეგულაცია Google-საც შეეხოს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ავსტრალიის მიერ შემუშავებული კანონის ამოქმედება უახლოეს პერიოდში იგეგმება.
ავსტრალიის ხელისუფლების განცხადებით, ბოლო წლებში Facebook-ზე უამრავი ყალბი ინფორმაცია ქვეყნდება და ეს კანონპროექტი მსგავს ქმედებას შეამცირებს.
ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში Facebook-ის წარმომადგენელი უილ ელსონი, ავსტრალიის ხელისუფლების გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და ამბობს, რომ ახალი რეგულაცია ახალი ამბების სააგენტოებს დააზარალებს, რადგან სტატიების სოციალურ ქსელში განთავსების შემთხვევაში მათ თანხის გადახდა მოუწევთ.
თეკო გიორგაძე
ავტორი