თავში

ავსტრალიაში იშვიათი ვარდისფერი "თათებიანი" თევზი შენიშნეს - VIDEO

ავსტრალიაში იშვიათი ვარდისფერი "თათებიანი" თევზი შენიშნეს
ავსტრალიაში იშვიათი ვარდისფერი თათებიანი თევზი შენიშნეს - VIDEO

22 წლის განმავლობაში პირველად, ტასმანიის სანაპიროზე იშვიათი "მოსიარულე" Brachionichthyidae-ის ჯგუფის თევზი აღმოაჩინეს, რომელიც მხოლოდ ავსტრალიაში ცხოვრობს. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ამ თევზებს აქვთ "ხელები", რომელთა დახმარებით, ცურვის გარდა, ისინი ზღვის ფსკერზე "დადიან".

ბოლოს ასეთი ვარდისფერი თევზი უნიკალური ფარფლებით ტასმანიის სანაპიროსთან 1999 წელს ერთ-ერთმა მყვინთავმა ნახა, მანამდე კი ის მხოლოდ ოთხჯერ შენიშნეს.

ცოტა ხნის წინ სპეციალისტებმა ეს თევზი გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების სიაში შეიყვანეს.

ავსტრალიელი მკვლევარების თქმით, თევზი სპეციალურმა კამერამ დააფიქსირა, რომელიც საზღვაო პარკშია განთავსებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system