თავში

ავსტრალიაში ისტორიაში ყველაზე ცხელი დღე დაფიქსირდა

​ავსტრალიაში ისტორიაში ყველაზე ცხელი დღე დაფიქსირდა
ავსტრალიაში ისტორიაში ყველაზე ცხელი დღე დაფიქსირდა

ავსტრალიის მეტეოროლოგიური ბიუროს განცხადებით, ქვეყანაში, დაკვირვების მანძილზე ყველაზე ცხელი დღე დაფიქსირდა. 

17 დეკემბერს ავსტრალიაში ჰაერის ტემპერატურამ ცელსიუსის შკალაზე 40.9 გრადუსს მიაღწია.

მანმადე, ყველაზე მაღალი ტემპერატურა, 40.3 გრადუსი, ქვეყანაში 2013 წლის 7 იანვარს დაფიქსირდა. 

ინფორმაცია მეტეოროლოგიური სამსახურის ტვიტერზე გავრცელდა.

ხანძრები ავსტრალიაში ახალი ძალით ნოემბრის დასაწყისში გაჩაღდა. დაიწვა საცხოვრებელი სახლები, არიან დაღუპულები დაშავებულები. განადგურდა მილიონზე მეტი ჰექტარი ტყის მასივი, მათ შორის კოალების პოპულაციის ადგილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system