თავში

ავსტრალიაში ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას აპროტესტებენ

ავსტრალიაში ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას აპროტესტებენ
ავსტრალიაში ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას აპროტესტებენ

ავსტრალიაში ამერიკელი პოლიციელის მიერ ძალის გადამეტებით აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების გამო აქცია, სახელწოდებით "Black Lives Matter" მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ABC News ავრცელებს.

აქციები იმართება ავტრალიის რამდენიმე ქალაქში. სიდნეში გამართულ აქციაში რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი მონაწილეობს. 

აქციის ორგანიზატორებმა მომიტინგეებს პირბადეები და ანტიბაქტერიული ხსნარი დაურიგეს. 

ნაწილეებს და უზრუნველყვეს ხელით გამაჯანსაღებელი საშუალებები.

ხუთშაბათს ავსტრალიის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, რასიზმის წინააღმდეგ მიმართული აქციები კოროანვირუსის გავრცელების საფრთხის გამო აიკრძალა. თუმცა, დღეს სასამართლომ აქციის ორგანიზატორების საჩივარი დააკმაყოფილა და შეკრების უფლება კვლავ ნებადართულია.

აშშ-ში, მინეაპოლისში პოლიციელის მიერ დაკავებისას აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებას მთელი ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციები მოჰყვა. ხელისუფლებამ 40 ქალაქში, მათ შორის ნიუ-იორკსა და ვაშინგტონში, კომენდანტის საათი გამოაცხადა.

საქმესთან დაკავშირებით 4 პოლიციელი სამსახურიდან გაათავისუფლეს და მკვლელობასთან დაკავშირებით ბრალი უკვე წაუყენეს.

ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების საქმეზე ბრალი 3 პოლიციელს წაუყენეს, რომლებიც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ.

ყოფილი პოლიციელის, დერეკ ჩოვინის საქმის სასამართლო განხილვა, რომელსაც აფროამერიკელი ჯორჯ ფლიოდის მკვლელობაში ადანაშაულებენ, ერთი კვირით გადაიდო. ABC News ინფორმაციით, სხდომა 8 ივნისს გაიმართება.

მშვიდობიანი აქციები ხშირ შემთხვევაში, არეულობაში, დარბევასა და პოლიციასთან დაპირისპირებაში გადადის. სამართალდამცავების დასახმარებლად პროცესებში ეროვნული გვარდია ჩაერთო.

მოსახლეობის უკმაყოფილება ფაქტმა გამოწვია, რომელიც ცოტა ხნის წინ მოხდა. გასულ კვირას პოლიციამ 46 წლის ადგილობრივი ჯორჯ ფლოიდი მოკლა. ის მანქანაში იჯდა, როდესაც სამართალდამცავებმა ის საეჭვოდ ჩათვალეს. მამაკაცი ავტომობილიდან გადმოიყვანეს და ბორკილები დაადეს. ის ასფალტზე დააწვინეს. მოსახლეობა ამბობს, რომ პოლიციამ გადამეტებული ძალა გამოიყენა.

"სუნთქვა არ შემიძლია", - ამბობდა დაკავებული.

შემდეგ მან გონება დაკარგა და მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ამასთან ცნობილი გახდა, რომ აშშ-ში დაკავებისას გარდაცვლილ ჯორჯ ფლოიდს COVID-19 ჰქონდა.

მანამდე ჯორჯ ფლოიდის მკვლელობა აუტოფსიამ დაადასტურა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system