თავში

ავსტრალიაში ქალი ძაღლთან და 2 მეგობართან ერთად დაიკარგა

ავსტრალიაში ქალი ძაღლთან და 2 მეგობართან ერთად დაიკარგა
ავსტრალიაში ქალი ძაღლთან და 2 მეგობართან ერთად დაიკარგა

ავსტრალიაში ძაღლმა ქალი გადაარჩინა, რომელიც 12 დღის განმავლობაში მდინარის კალაპოტიდან ვერ ამოდიოდა. 

თამრა მაკბეთ-რაილი ორ სხვა ადამიანთან ერთად მდინარის კალაპოტში მანქანით გადავარდა. მასთან ერთად მყოფი ორი პიროვნება ისევ იძებნება. 

პოლიციის განცხადებით, მათ "ძლიერი გაუწყლოება" ჰქონდათ, მას შემდეგ, რაც მდინარე ჰუგში ჩავარდნენ და 13 დღის განმავლობაში მიტოვებულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. 

52 წლის ქალი ორ მეგობართან, კლერ ჰოკრიდთან და ფუ ტრანთან ერთად 19 ნოემბერს ალისა სპრინგსიდან ჩრდილოეთით მდებარე ტერიტორიაზე გაემგზავრა, სადაც ქალბატონი მაკბეთის ძაღლი, ბულტერიერი რაიაც წაიყვანა. 

საავადმყოფოდან გამოსვლისას ქალმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ჯგუფი მანქანიდან გამოსვლას 3 დღის მანძილზე ცდილობდა, მაგრამ მდინარე ძალიან დიდი და სწრაფი იყო. ამ დღეების მანძილზე ძალიან ცხელოდა, ისინი კი მანქანიდან ვერ გადიოდნენ და ღამითაც იქ ეძინათ. 

მათ გამოიყენეს ყველანაირი საკვები რესურსი, რაც მანქანაში ჰქონდათ. მათ შორის ყინულის არაყი, ნამცხვრები და საქონლის ხორცი. საბოლოოდ მათ აღმოაჩინეს ხვრელი საიდანაც წყალს მოიპოვებდნენ და შემდეგ ადუღებდნენ. ეს წყალი მაინც, საკმაოდ ბინძური და არაჰიგიენური იყო, მაგრამ ამით სიცოცხლე შეუნარჩუნათ. 

საბოლოოდ მათ გადაწყვიტეს, რომ დაყოფილიყვნენ და როგორმე გზატკეცილამდე მიეღწიათ, რათა დახმარებისთვის ვინმე ეპოვნათ. მაკბეთ-რაილი კი იმ ტერიტორიაზე დარჩა, რადგან იფიქრა, რომ მისი ძაღლი შორ დისტანციაზე სიარულს ვერ გაუძლებდა. 

ჩრდილოეთ ტერიტორიის პოლიციამ ტრიოს მოსაძებნად ვერტმფრენები გაგზავნა. მათ მაკბეთ-რაილი მანქანიდან 1.5 კილომეტრში დაშორებით მას შემდეგ დაინახეს, რაც ადგილობრივმა პირმა გზაზე, მათი მანქანის მიერ დატოვებული საბურავების კვალი შეამჩნია. 

უცნობია, იპოვეს თუ არა მისი ძაღლი მასთან ერთად. მაკბეით-რაილი საავადმყოფოში გადაიყვანეს და დეჰიდრატაციის გამო მკურნალობდნენ. ის ირწმუნებოდა, რომ მისი თანამგზავრებიც იპოვნეს და სანერვიულო აღარაფერი იყო. 

პოლიცია კი მათ ძებნას ისევ ცდილობს. ისინი ამ დრომდე მხოლოდ ვერტმფრენებს იყენებენ, რადგან იმ ადგილას, სადაც ჯგუფი დაიკარგა, რელიეფი საკმაოდ რთულია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system