თავში

ავსტრალიაში, კანბერას რეგიონში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული

ავსტრალიაში, კანბერას რეგიონში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული
ავსტრალიაში, კანბერას რეგიონში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული

ავსტრალიის დედაქალაქის, კანბერას რეგიონში, ტყის ხანძრებთან დაკავშირებით, საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ამ მიდამოებში მაღალ ტემპერატურასა და ძლიერ ქარს ერთდროულად ელოდებიან. ქარმა სახელწოდებით „ორორალი“ უკვე გაანადგურა 18,5 ათასი ჰექტარი ტერიტორია, რაც რეგიონის მიწების 8%-ია. თავად დედაქალაქ კანბერაში პარასკევს და შაბათს 41 გრადუს ტემპერატურასა და ძლიერ ქარს პროგნოზირებენ.

ავსტრალიაში ტყის მასშტაბური ხანძრები 2019 წლის სექტემბერში დაიწყო და ხელისუფლება მას ამ დრომდე უშედეგოდ ებრძვის. სტიქიას უკვე 27 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. განადგურდა მილიონობით ჰექტარი მიწა და 2 000 შენობა-ნაგებობა. სიდნეის უნივერსიტეტის მონაცემებით, ხანძრის შედეგად, მილიონამდე ცხოველი დაიღუპა. ზოგიერთ ადგილებში ხანძარი იმდენად ძლიერია, რომ მასთან სიმაღლიდან ბრძოლა შეუძლებელი ხდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system